იზოკლინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იზოკლინა''' – 0xy სიბრტყეზე მდებარე [[წირი...) |
მიმდინარე ცვლილება 00:13, 4 ივლისი 2024 მდგომარეობით
იზოკლინა – 0xy სიბრტყეზე მდებარე წირი, რომლის ყოველ წერტილში y'=f(x,y) დიფერენციალური განტოლების მარჯვენა მხარე ღებულობს ნებისმიერ, მაგრამ ფიქსირებულ მუდმივ C მნიშვნელობას; ანუ, იზოკლინა არის წირი, რომლის განტოლებას აქვს სახე f(x,y)=C. ეს წირი, ფიქსირებული C-თვის წარმოადგენს წერტილთა გეომეტრიულ ადგილს, რომლებშიც ინტეგრალურ წირებს აქვთ მხებების დახრის ერთნაირი კუთხე.