ნესელროდე კარლ
(→წყარო) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რუსეთის იმპერიის დიპლომატები]] |
[[კატეგორია:რუსი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:რუსი პოლიტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები]] | [[კატეგორია:რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები]] | ||
14:27, 10 ივლისი 2024-ის ვერსია
კარლ ნესელროდე – (1780-1862), გრაფი, რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი (1816-56). დაიბადა რუსი დიპლომატის ოჯახში. დიპლომატიური მოღვაწეობა დაიწყო 1801. 1814-15 მონაწილეობდა ვენის კონგრესის მუშაობაში, 1818-20– ვერონის კონგრესის მუშაობაში; 1816-დან საგარეო საქმეთა კოლეგიის მმართველია; 1821-დან სახელმწიფო საბჭოს წევრია, 1828-დან – ვიცე-კანცლერი, 1845-დან – კანცლერი. ნესელროდე 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებას. იყო საშუალო ნიჭის დიპლომატი და ყოველთვის ემორჩილებოდა იმპერატორის ნებას. იგი ძირითად ყურადღებას უთმობდა დასავლეთ ევროპის რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლას. მეტისმეტად გატაცებული იყო რუსულ-ავსტრიული ურთიერთობებით და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან პოლიტიკურ ურთიერთობათა რეგულირებას, რის გამოც რუსეთი ყირიმის ომის (1853-56) შემდეგ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. 1856-დან ჩამოშორდა პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოღვაწეობას.