რომულო კარლოს პენია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რომულო კარლოს პენია“ გადაიტანა გვერდზე „კარლოს პენია რომულო“)

17:58, 14 ივლისი 2024-ის ვერსია

კარლოს პენია რომულო

კარლოს პენია რომულო – (исп. Carlos Peña Rómulo; 14 იანვარი 1899 — 15 დეკემბერი 1985), ფილიპინელი დიპლომატი.

1941 წლამდე მთელი რიგი გაზეთების გამომცემელი;
1941-44 აშშ-ის ჯარებში საშტაბო სამსახურშია;
1944-46 – აშშ-ში ფილიპინების რეზიდენტ-კომისარი;
1950-52 – საგარეო საქმეთა მინისტრი;
1952-53 და 1955-62 – ელჩი აშშ-ში;
1966 – საგარეო საქმეთა მინისტრი.
იყო ფილიპინების დელეგაციის მეთაური გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე, ასევე 1942 სან ფრანცისკოს კონფერენციასა და 1955 ბანდუნგის კონფერენციაზე. ავტორია რამდენიმე წიგნის საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე. გამოდიოდა ამერიკის პოლიტიკის მომხრედ აზიაში, მაგრამ 60-იანი წლების ბოლოს შეიცვალა პოზიცია და გახდა ფილიპინების დამოუკიდებელი საშინაო პოლიტიკისა და აშშ-თან არასრულუფლებიანი ხელშეკრულების გადასინჯვის მომხრე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები