რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულება და შეთანხმება 1968
(ახალი გვერდი: '''რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულება და შეთანხმება 1968''' – (მე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები ]] | + | [[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]] |
[[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]] | [[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]] | ||
[[კატეგორია:რუმინეთის ისტორია]] | [[კატეგორია:რუმინეთის ისტორია]] | ||
| + | [[კატეგორია:რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმებები]] | ||
15:01, 15 ივლისი 2024-ის ვერსია
რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის ხელშეკრულება და შეთანხმება 1968 – (მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ). ხელი მოაწერეს 16 აგვისტოს პრაღაში 20 წლის ვადით. თუ ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე რომელიმე მხარე არ აცნობებდა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას, იგი ძალაში რჩებოდა შემდგომი 5 წლის მანძილზე.
პრეამბულაში მაღალი შეფასება ეძლეოდა რუმინეთ-ჩეხოსლოვაკიის შეთანხმებას 1948 მათ შორის ურთიერთობათა განვითარების საქმეში. ორივე სახელმწიფო შეთანხმდა, განემტკიცებინა ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა და ყოველმხრივი თანამშრომლობა. გათვალისწინებული იყო ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება, დახმარება „ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს“ ფარგლებში.
ხელშეკრულების ცალკეულ თავებში მოცემულია ორი სახელმწიფოს საერთაშორისო პოლიტიკის პრინციპები, მათი პოზიცია 29.IX.1938 მიუნხენი შეთანხმების უკანონობასთან დაკავშირებით, ასევე მათი სწრაფვა ევროპაში უსაფრთხოების მიღწევისა და თანამშრომლობის განვითარებისაკენ. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში ორივე მხარე დაუყოვნებლივ უწევდა ერთმანეთს ყველანაირ, მათ შორის სამხედრო დახმარებას, ვალდებულებას იღებდა მიეწოდებინათ ერთმანეთისათვის ინფორმაცია და მოეწყოთ კონსულტაციები ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ ინტერესებს ეხებოდა.