სადამ ჰუსეინი
(→წყარო) |
|||
ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[კატეგორია:ერაყის პრეზიდენტები]] | [[კატეგორია:ერაყის პრეზიდენტები]] | ||
[[კატეგორია:ერაყელი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:ერაყელი პოლიტიკოსები]] | ||
+ | [[კატეგორია:ერაყელი გენერლები]] |
16:27, 22 ივლისი 2024-ის ვერსია
ჰუსეინი სადამ – (დ. 28 აპრილი, 1937, ელ-აუჯა, ერაყი – გ. 30 დეკემბერი, 2006, ბაღდადი, ერაყი), ერაყის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალი, ერაყის პრეზიდენტი (1979-2003).
განათლება მიიღო კაიროსა და ბაღდადის უნივერსიტეტებში;
1957 არაბთა ბაასის სოციალისტური პარტიის წევრი;
გენერალ აბდ ალ-ქარიმ კასიმის მოკვლის მცდელობის გამო მიესაჯა სიკვდილით დასჯა;
1962 – ბაასის სოციალისტური პარტიის კაიროს განყოფილების ხელმძღვანელობის წევრი;
1963 ბრუნდება ერაყში რევოლუციის შემდეგ;
1963 პარტიის მმართველობის გადატრიალების შედეგად – მისი რეგიონული ხელმძღვანელობის წევრი;
1964 დაპატიმრებულ იქნა აბდ ალ-სალამ არეფის ხელისუფლების ჩამოგდების გეგმის შემუშავებისათვის;
1965 ირჩევენ პარტიის ხელმძღვანელობის წევრად პარტიის მე-8 ეროვნულ კონგრესზე,
1966-79 – პარტიის რეგიონული ხელმძღვანელობის მდივნის მოადგილე;
1979-დან – პარტიის მდივანი;
1%68-– ივლისის რევოლუციის აქტიური წევრი;
1968-69– რევოლეციის ხელმძღვანელთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ხოლო 1969-79 – მისი თავმჯდომარე;
1979-დან – ერაყის პრეზიდენტი;
1994-დან – პრემიერ-მინისტრი;
1980 ერაყის შეიარაღებული ჯარები ირანში შეიჭრა, ირან-ერაყისადმი 1980-88-მდე მიმდინარეობდა. ერაყმა 1990 დაიპყრო ქუვეითი, მაგრამ 1991 გაეროს სამშვიდობო ძალებში გენერალ ნორმან შვარცკოფის მეთაურობით აიძულა, რომ ერაყის ჯარებს
დაეტოვებინა ქუვეითი.