ჰიროტა კოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰიროტა კოკი“ გადაიტანა გვერდზე „კოკი ჰიროტა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოკი ჰიროტა“ გადაიტანა გვერდზე „ჰიროტა კოკი“ გადამისამართება...) |
00:24, 30 ივლისი 2024-ის ვერსია
კოკი ჰიროტა – (იაპ. 廣田 弘毅; 14 თებერვალი 1878 — 23 დეკემბერი 1948), იაპონიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი.
დიპლომატიურ სამსახურშია 1907-დან. 1927-30 – იაპონიის დესპანი ნიდერლანდში; 1930-32 – იაპონიის ელჩი სსრკ-ში; 1933-38 – იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმავდროულად, 1936-37 – ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მხარს უჭერდა იაპონიის დამპყრობლურ პოლიტიკას შორეულ აღმოსავლეთში, აქტიურად მონაწილეობდა „ანტიკომინტერნული პაქტის” შემუშავებაში. თადარიგში გასვლის შემდეგაც იყო იაპონიის უკიდურესად რეაქციული წრეების ლიდერი და აქტიურ ზეგავლენას ახდენდა ქვეყნის პოლიტიკაზე. ტოკიოს პროცესზე 1846-48 როგორც ერთ-ერთ სამხედრო დამნაშავეს, მიესაჯა სასმელით დასჯა. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.