ჰეიგი ალექსანდრ მეიგს-უმცროსი
(ახალი გვერდი: ალექსანდრ მეიგს ჰეიგი-უმცროსი '''ალექს...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰეიგი ალექსანდრ მეიგს-უმცროსი“ გადაიტანა გვერდზე „[[ალექსანდრ მ...) |
15:24, 31 ივლისი 2024-ის ვერსია
ალექსანდრ მეიგს ჰეიგი-უმცროსი – (ინგლ. Alexander Meigs Haig, Jr., 2 დეკემბერი 1924, ფილადელფია– 20 თებერვალი 2010, ბალტიმორი), აშშ-ის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე.
1947-68 მსახურობდა აშშ-ს არმიაში. მათ შორის – სამხრეთ ვიეტნამში (1966-67);
1969-70 – ეროვნული უშიშროების დარგში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე;
1972 – ჩინეთში პრეზიდენტ რ. ნიქსონის ვიზიტის დროს ხელმძღვანელობდა ვიზიტის მოსამზადებელ ჯგუფს.
1973 მიიღო სრული გენერლის წოდება, დაინიშნა აშშ-ის არმიის შტაბის - უფროსის მოადგილედ მონაწილეობდა ვიეტნამში რეგულირების თაობაზე პარიზის მოლაპარაკებებში;
1973-74 – აშშ-ის პრეზიდენტ რ. ნიქსონის აპარატის ხელმძღვანელის თანაშემწე, შემდეგ ხელმძღვანელი;
1974-79 – ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ნატოს ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი;
1979-81 – კორპორაცია „კოს აგრას“ დირექტორი;
1980-81 – კორპორაცია „იუნაიტედ ტექნოლოჯის“ პრეზიდენტი;
1981-82 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი;
1982-დან თადარიგში , ეწეოდა ბიზნესს.