საქართველოსა და ესპანეთის მთავრობებს შორის შეთანხმება
(ახალი გვერდი: '''საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის მთავრობას შორის კულტ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]] | [[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]] | ||
[[კატეგორია:საქართველო-ესპანეთის შეთანხმებები]] | [[კატეგორია:საქართველო-ესპანეთის შეთანხმებები]] | ||
14:47, 6 აგვისტო 2024-ის ვერსია
საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის მთავრობას შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება – ხელმოწერილია 1993 წლის პირველ მარტს მადრიდში. ძალაშია 1996 წლის 12 ივნისიდან. შეთანხმება 15 მუხლისაგან შედგება. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელს აწერს საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ესპანეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ სოლანა.
შეთანხმების საფუძველზე განვითარდება თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიის, კულტურის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სპორტის სფეროში, აღნიშნული შეთანხმების განხორციელების მიზნით. მხარეები დააარსებენ ერთობლივ შერეულ კომიტეტს. აღნიშნული შეთანხმება ძალაში იქნება 5 წლის განმავლობაში და გაგრძელდება ყოველი ხუთი წლის ვადით, თუ შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარე შესაბამისი ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით არ მოახდენს მის დენონსირებას.