ტერ-პეტროსიანი ლევონ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლევონ ტერ-პეტროსიანი“ გადაიტანა გვერდზე „[[ტერ-პეტროსიანი ლევონ]...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ტერ-პეტროსიანი | + | '''ლევონ ტერ-პეტროსიანი ''' – (სომხ. Լևոն Հակոբի Տեր-Պետրոսյան; დ. 9 იანვარი 1945), [[სომხეთი]]ს რესპუბლიკის პრეზიდენტი 1991-98. |
ლენინგრადში შეისწავლა ორიენტალისტიკა და [[სემიტური ენები]]. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1965 წლის 24 აპრილს მონაწილეობა მიიღო სომხების გენოციდის 50 წლისთავთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან | ლენინგრადში შეისწავლა ორიენტალისტიკა და [[სემიტური ენები]]. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1965 წლის 24 აპრილს მონაწილეობა მიიღო სომხების გენოციდის 50 წლისთავთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან |
01:23, 14 აგვისტო 2024-ის ვერსია
ლევონ ტერ-პეტროსიანი – (სომხ. Լևոն Հակոբի Տեր-Պետրոսյան; დ. 9 იანვარი 1945), სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1991-98.
ლენინგრადში შეისწავლა ორიენტალისტიკა და სემიტური ენები. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1965 წლის 24 აპრილს მონაწილეობა მიიღო სომხების გენოციდის 50 წლისთავთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან დემონსტრაციაში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ერთი წლის შემდეგ მსგავს დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა. 1988 წლის თებერვალში იგი თანამოაზრეებთან ერთად აარსებს „მთიანი ყარაბაღის კომიტეტს“, რომლის მიზანს სომხეთისათვის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემოერთება წარმოადგენდა. ამის გამო მას კვლავ აპატიმრებენ. განთავისუფლების შემდეგ მას კომიტეტის თავმჯდომარედ ირჩევენ. რესპუბლიკის პარლამენტში პირველი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შედეგად კომუნისტები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, რის გამოც 1990 წლის 4 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 1991-98 – სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.