ტიტოვი ვლადიმერ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ტიტოვი ვლადიმერ“ გადაიტანა გვერდზე „ვლადიმერ ტიტოვი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვლადიმერ ტიტოვი“ გადაიტანა გვერდზე „ტიტოვი ვლადიმერ“ გადამის...) |
01:12, 17 აგვისტო 2024-ის ვერსია
ვლადიმერ ტიტოვი – (Владимир Павлович Титов, 28 თებერვალი (12 მარტი) 1807 — 15 სექტემბერი 1891), რუსი დიპლომატი, მწერალი.
1823 მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიის არქივში.
1830 წლის ნოემბერში დაინიშნა მისიის მდივნად თურქეთში;
1839 წლის მარტში გადაიყვანეს გენერალურ კონსულად ვლახეთსა და მოლდავეთში;
1840 წლის მაისში – საქმეთა რწმუნებული;
1843 წლის აპრილში – საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი თურქეთში. აწარმოებდა მოლაპარაკებებს თურქეთის მთავრობასთან, რომლის დროსაც ხელი მოაწერა ბალტა-ლიმანის 1649 კონვენციას;
1853 დატოვა კონსტანტინოპოლი და 1854 წლის ივნისში დაინიშნა მისიის დროებით მმართველად შტუტგარტში. მონაწილეობდა ვენის 1855 კონფერენციის მუშაობაში.
1855 წლის ივლისიდან 1856 წლის დეკემბრამდე და 1858 წლის ივლისიდან 1865 წლის ივლისამდე – საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი ვიურტემბერგში;
1865 წლის ივლისიდან – სახელმწიფო საბჭოს წევრი.