უიტლემი ედვარდ გოფ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „უიტლემი ედვარდ გოფ“ გადაიტანა გვერდზე „ედვარდ გოფ უიტლემი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ედვარდ გოფ უიტლემი“ გადაიტანა გვერდზე „უიტლემი ედვარდ გოფ“ გა...) |
11:48, 20 აგვისტო 2024-ის ვერსია
ედვარდ გოფ უიტლემი – (ინგლ. Edward Gough Whitlam; 11 ივლისი 1916 — 21 ოქტომბერი 2014), ავსტრალიის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.
1938 დაამთავრა სიდნეის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა ავსტრალიის სამხედრო-საჰაერო ძალებში, ომის დამთავრების შემდეგ ეწეოდა საადვოკატო პრაქტიკას ახალ ჩრდილოეთ უელსის შტატში და მონაწილეობდა სამთავრობო კომისიების მუშაობაში.
1945 – ავსტრალიის ლეიბორისტთა პარტიის წევრი. 1952 მას რეგულარულად ირჩევდნენ ლეიბორისტთა პარტიიდან ავსტრალიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში.
1860-67 არის პარლამენტში ლეიბორისტთა ფრაქციის ლიდერის მოადგილე. ხოლო 1967 მისი ლიდერია;
1972 წლის დეკემბრიდან იყო პრემიერ-მინისტრი და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი.