უიტუორთი ჩარლზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჩარლზ უიტუორთი''' – (ინგლ. Charles Whitworth, 1st Earl Whitworth; 19 მაისი 1752 — 13 მაისი 1825)...)

12:15, 20 აგვისტო 2024-ის ვერსია

ჩარლზ უიტუორთი – (ინგლ. Charles Whitworth, 1st Earl Whitworth; 19 მაისი 1752 — 13 მაისი 1825) გრაფი ნიუპორტი (Newport), ინგლისელი დიპლომატი.

1786-88 – დიდი ბრიტანეთის დესპანი პოლონეთში; 1788-1800 – რუსეთში. ხელი შეუწყო იასის საზავო ხელშეკრულების 1791 დადებას; მონაწილეობდა პეტერბურგის სამოკავშირეო ხელშეკრულების 1795 დადებაში რუსეთს, ინგლისსა და საფრანგეთს შორის. 1798 ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას რუსეთთან საფრანგეთის წინააღმდეგ. რუსეთსა და ინგლისს შორის კუნძულ მალტის გამო დიპლომატიურ ურთიერთობათა გაწყვეტის შემდეგ უიტუორთი პეტერბურგიდან გაასახლეს, 1800-02 იყო დანიაში. მონაწილეობდა პავლე I-ის მკვლელობის ორგანიზებაში, 1802-03 – ელჩი საფრანგეთში; 18-17 – ირლანდიის ვიცე-მეფე; 1815 – ლორდთა პალატის წევრი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები