ქარიმოვი ისლამ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქარიმოვი ისლამ“ გადაიტანა გვერდზე „ისლამ ქარიმოვი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ისლამ ქარიმოვი“ გადაიტანა გვერდზე „ქარიმოვი ისლამ“ გადამისამ...) |
00:34, 5 სექტემბერი 2024-ის ვერსია
ისლამ ქარიმოვი – (უზბ. Ислом Абдуғаниевич Каримов; დ. 30 იანვარი 1938 — გ. 2 სექტემბერი 2016), უზბეკეთის პრეზიდენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
დაამთავრა შუა აზიის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ტაშკენტის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობა დაიწყო 1900 „ტაშსელმაშის“ საწარმოში ოსტატ-ტექნოლოგად.
1961-66 მუშაობდა ტაშკენტის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში;
1966-დან – უზბეკეთის სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში, სადაც გაიარა გზა მთავარი სპეციალისტიდან ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიის დანერგვის სექტორის თავმჯდომარის მოადგილემდე;
1983 – ფინანსთა მინისტრი;
1980 – უზბეკეთის სსრ მინისტრისა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე;
1986-89 – უზბეკეთის სსრ კომპარტიის კაშკადარის საოლქო კომიტეტის პირველი დივანი, სსრკ სახალხო დეპუტატი.
1990 წლის 24 მარტს -უზბეკეთის სსრ უმაღლესი საბჭოს სესიაზე აირჩიეს უზბეკეთის პრეზიდენტად;
1991 წლის 29 დეკემბერს საყოველთაო-საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეულ იქნა უზბეკეთის პრეზიდენტად,
იყო უზბეკეთის სახალხო-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე.