ცხუმის ერისთავი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017 | '''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017 | ||
− | [[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი | + | [[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]] |
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:საერისთავოები]] | [[კატეგორია:საერისთავოები]] |
10:45, 19 ივნისი 2017-ის ვერსია
ცხუმის ერისთავი - ცხუმის ერისთავი პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის ერისთავების ჩამონათვალში. ცხუმის ერისთავად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო არგვეთის ერისთავად - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას ფრაზა „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი კ. კეკელიძის მიერ არის აღდგენილი. ი. ანთელავა უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ცხუმის ერისთავად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - აფხაზეთის ერისთავად.
ცხუმის საერისთავო შექმნილა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში ისტორიული აფშილეთის ტერიტორიაზე. ვახუშტის ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“. თამარის მეფობის პერიოდში ცხუმის ერისთავები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ცხუმის ერისთავთა შესახებ „ქართლის ცხოვრებას“ არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ცხუმის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა ოდიშის სამთავრომ იწყო გაძლიერება. გიორგი (II) დადიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა დავით ნარინის შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი - „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ საქართველოს მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ.
წყაროები და ლიტერატურა
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 27, 33; ვახუშტი 1973: 258, 269, 796, 801; ქისკ 1984: 161, 163; ანთელავა 1988: 46; ბახტაძე 2003: 245.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017