შერემეტევი ბორის
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბორის შერემეტევი“ გადაიტანა გვერდზე „შერემეტევი ბორის“ გადამ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:SEREMETEVI BORIS.PNG|thumb|150px|ბორის შერემეტევი ]] | ||
'''ბორის შერემეტევი''' – (რუს.Бори́с Петро́вич Шереме́тев; დ. 25 აპრილი [5 მაისი] გ. 1652, 17 [28] თებერვალი 1719), გრაფი (1706–დან), რუსი მხედართმთავარი და დიპლომატი. | '''ბორის შერემეტევი''' – (რუს.Бори́с Петро́вич Шереме́тев; დ. 25 აპრილი [5 მაისი] გ. 1652, 17 [28] თებერვალი 1719), გრაფი (1706–დან), რუსი მხედართმთავარი და დიპლომატი. | ||
01:54, 13 სექტემბერი 2024-ის ვერსია
ბორის შერემეტევი – (რუს.Бори́с Петро́вич Шереме́тев; დ. 25 აპრილი [5 მაისი] გ. 1652, 17 [28] თებერვალი 1719), გრაფი (1706–დან), რუსი მხედართმთავარი და დიპლომატი.
1671-დან სამეფო კარზეა და სამხედრო სამსახურში.
1682 მიიღო ბოიარის წოდება;
1685-86 მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ კავშირის შესაქმნელად მოლაპარაკებებში მოსკოვში ჩამოსულ ავსტრიისა და პოლონეთის ელჩებთან. რეჩ პოსპიოლიტასთან 1686 „საუკუნო ზავის“ ხელმოწერაში;
1686-87 ხელმძღვანელობდა ელჩობებს რეჩ-პოსპოლიტასა და ავსტრიაში.
1687 მოიარა ევროპის მთელი რიგი ქვეყნები დიპლომატიური დავალებებითა და ამ ქვეყნებში ვითარების გაცნობის მიზნით. აწარმოებდა მოლაპარაკებებს გერმანიის იმპერატორთან, რომის პაპთან, ვენეციის დოჟთან, მალტის ორდენის მაგისტრთან.
ჩრდილოეთის ომის დროს სამხედრო სამსახურშია;
1700 შვედეთის ჯარებთან ერესტფერეს ბრძოლის მოგების შემდეგ, რუსი მხედართმთავრებიდან პირველმა მიიღო ფელდმარშლის წოდება.