შუაზელი ეტიენ ფრანსუა
(ახალი გვერდი: ეტიენ ფრანსუა შუაზელი '''ეტიენ ფრანსუა ...) |
02:33, 16 სექტემბერი 2024-ის ვერსია
ეტიენ ფრანსუა შუაზელი – (фр. Étienne François de Choiseul; 28 ივნისი 1719 — 8 მაისი 1785), გრაფი დე სტენვილი. ჰერცოგი, ფრანგი დიპლომატი.
1753-54 ელჩად იმყოფებოდა რომში; 1757-58 – ვენაში; 1758 შვიდწლიანი ომის დროს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ინგლისთან ომში საფრანგეთის სამხედრო მარცხმა აიძულა ფრანგული დიპლომატია აქტიურად ეძებნა მოკავშირეები. შუაზელი ისწრაფოდა ხელი შეეშალა ინგლისისა და პრუსიის დაკავშირებისათვის და ავსტრიასთან კავშირი მოამზადა, 1758 ხელშეკრულებით საფრანგეთმა ავსტრიისათვის 100-ათასიანი ჯარი გამოყვანა და უზარმაზარი სუბსიდიის მიცემა იკისრა. 1761 შუაზელმა ესპანეთთან დადო სამოკავშირეო პაქტი, რამაც საფრანგეთ-ავსტრიის კოალიციაში ესპანეთის შესვლა და მის მიერ ინგლისისთვის ომის გამოცხადება გამოიწვია. მაგრამ ახალი მოკავშირეების შეძენას სამხედრო მოქმედებებზე დადებითი გავლენა არ მოჰყოლია. ინგლისმა დაამარცხა საფრანგეთი და ესპანეთი ზღვაზე და კოლონიებშიც.
1761 შუაზელი გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, 1766 კი კვლავ ჩაუდგა სათავეში საგარეო საქმეთა სამინისტროს, 1763 შუაზელი მონაწილეობს პარიზის საზავო ხელშეკრულების მომზადებაში, რის მიხედვითაც საფრანგეთი ინგლისსა და, ნაწილობრივ, ესპანეთს თავის ძირითად კოლონიურ სამფლობელოებს უთმობდა, საფრანგეთისთვის კომპენსაციად იქცა 1766 მისთვის ლოთარინგიის, ხოლო 1768 კორსიკის საბოლოო შეერთება, 1770. როგორც არისტოკრატული ოპოზიციის მხარდამჭერი, შუაზელი ლუი XV-ის მიერ გასახლებულ იქნა საგვარეულო მამულში – შანტლუში. დაწერა მემუარები. რომლებიც 1790 გამოიცა.