შენიანის მოვლენები 1931
(ახალი გვერდი: '''შენიანის მოვლენები 1931''' – („18 სექტემბრის მოვლენები“), იაპონე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
* [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | * [[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:იაპონია-ჩინეთის კონფლიქტი]] | [[კატეგორია:იაპონია-ჩინეთის კონფლიქტი]] | ||
| + | [[კატეგორია:იაპონია-ჩინეთის ურთიერთობები]] | ||
00:23, 20 სექტემბერი 2024-ის ვერსია
შენიანის მოვლენები 1931 – („18 სექტემბრის მოვლენები“), იაპონელი მილიტარისტების შეიარაღებული შეჭრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში (მანჯურიაში).
18.IX. იაპონიის აგენტურამ მოაწყო პროვოკაციული აფეთქება სამხრეთს მანჯურიის რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე. ეს ინციდენტი იაპონიამ გამოიყენა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში (მანჯურიაში) შესაჭრელად. იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ თავის ხელში იღებს რკინიგზის დაცვას და ჯერ ჯარები შეიყვანა შენიანში (მუკდენში), ხოლო მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მოახდინა მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ოკუპაცია.
ერთა ლიგა, რომელსაც ჩინეთმა საჩივრის, მიმართა, ფაქტობრივად გაემიჯნა იაპონია-ჩინეთის კონფლიქტს და შემოიფარგლა მხოლოდ ლიტონის კომისიის შექმნით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე იაპონელებმა შექმნეს მანჯოუ-გოს მარიონეტული მთავრობა, რომელმაც 1945 წლის აგვისტომდე იარსება, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასკენით ეტაპზე საბჭოთა ჯარებმა არ გაწმინდეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი იაპონელი ოკუპანტთაგან.