საქართველო-იტალიის დეკლარაციები და შეთანხმებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
===== შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ =====
 
===== შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ =====
დაიდო რომში 1997 წლის 15 მაისს. ითვალისწინებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. პრიორიტეტულ სექტორებად შეთანხმება გამოყოფს თავდაცვის და უშიშროების კონცეფციებს, არმიის მართვის სტრუქტურას, სამხედრო და სამოქალაქო კადრების მართვას. ინფორმაციის გაცვლას, სამხედრო ისტორიას. სამხედრო კანონმდებლობას, ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციების გაცვლასაც სათანადო დაცვის გარანტიით.
+
დაიდო რომში 1997 წლის 15 მაისს. ითვალისწინებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. პრიორიტეტულ სექტორებად შეთანხმება გამოყოფს თავდაცვის და უშიშროების კონცეფციებს, არმიის მართვის სტრუქტურას, სამხედრო და სამოქალაქო კადრების მართვას. ინფორმაციის გაცვლას, [[სამხედრო ისტორია]]ს, [[სამხედრო კანონმდებლობა]]ს, ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციების გაცვლასაც სათანადო დაცვის გარანტიით.
  
 
===== შეთანხმება კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ =====
 
===== შეთანხმება კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ =====

მიმდინარე ცვლილება 23:48, 6 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

საქართველო-იტალიის დეკლარაციები და შეთანხმებები

სარჩევი

[რედაქტირება] ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია

ხელი მოეწერა რომში 1997 წლის 15 მაისს საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტების მიერ. დეკლარაციამ ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებად განსაზღვრა ენერგეტიკა, სამთო მრეწველობა, ტრანსპორტი, გემთმშენებლობა, ტელეკომუნიკაციები, ტურიზმი, ეკოლოგია, სამშენებლო მრეწველობა, ფინანსები და კრედიტები.

[რედაქტირება] ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს და იტალიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების პრინციპების შესახებ

ხელი მოეწერა რომში 1997 წლის 15 მაისს. დეკლარაცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დამყარების პირველი დოკუმენტია და ითვალისწინებს ამ ურთიერთობების სამომავლო პრინციპებს, რაც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო დოკუმენტების პაკეტს. დეკლარაცია ითვალისწინებს საკონსულოების დონეზე ორივე ქვეყანაში წარმომადგენლობის გახსნას ურთიერთხელსაყრელ პარტნიორულ თანამშრომლობას კულტურის, ეკონომიკის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, სამხედრო სფეროში და გამსჭვალულია სოლიდარობის სულისკვეთებით. დეკლარაციას ხელს აწერენ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები.

[რედაქტირება] შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

დაიდო რომში 1997 წლის 15 მაისს. ითვალისწინებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. პრიორიტეტულ სექტორებად შეთანხმება გამოყოფს თავდაცვის და უშიშროების კონცეფციებს, არმიის მართვის სტრუქტურას, სამხედრო და სამოქალაქო კადრების მართვას. ინფორმაციის გაცვლას, სამხედრო ისტორიას, სამხედრო კანონმდებლობას, ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციების გაცვლასაც სათანადო დაცვის გარანტიით.

[რედაქტირება] შეთანხმება კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ

დაიდო რომში I997 წლის 15 მაისს, შეთანხმება ითვალისწინებს განათლების დარგში ურთიერთობების განვითარებას, დოკუმენტაციის გაცვლას, ექსპერტთა და სპეციალისტთა ორმხრივ ვიზიტებს. შეთანხმების ფარგლებში მომზადდა აგრეთვე ორი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებს შორის თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლი. შეთანხმების რატიფიცირება მოხდა 1997 წლის 15 მაისს. ხელი მოაწერეს საქართველოს და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები