დაბადების სახლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დაბადების სახლი''' – ბერძნული დროიდან ტაძრებში, სადაც ღმერთ...) |
მიმდინარე ცვლილება 03:16, 20 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
დაბადების სახლი – ბერძნული დროიდან ტაძრებში, სადაც ღმერთების ტრიადებს (მამა-დედა-შვილი) ეთაყვანებოდნენ, ჩნდება პერიპტეროსის ტიპის, შედარებით მომცრო ზომის ნაგებობა. მას ჩვეულებრივ მთავარი ტაძრის გვერდით აგებდნენ. ამ ნაგებობას უკავშირდება „დაბადების სახლის“ ფუნქცია, სადაც ბავშვი-ღვთაება იბადებოდა და იზრდებოდა. შესაბამისი არაბული სიტყვის მიხდვით მას ასევე „მამიზის“ (Mammisi) უწოდებენ. დაბადების სახლის წარმოშობა ბუნდოვანია, რადგან უფრო ძველ დროში მათი დანამდვილებით იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. დღეისათვის შემორჩენილი დაბადების სახლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული და რელიგიური თვალსაზრისით ედფუს, დენდერას და ფილეს ტაძრების დაბადების სახლები ითვლება.