მხარგრძელი ზაქარია (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:ამირსპასალარები ]]
 
[[კატეგორია:ამირსპასალარები ]]
 
[[კატეგორია:მანდატურთუხუცესები ]]
 
[[კატეგორია:მანდატურთუხუცესები ]]
 +
[[კატეგორია:მხარგრძელები]]

15:00, 19 ივნისი 2017-ის ვერსია

ზაქარია (II) მხარგრძელი - ამირსპასალარი სარგის მხარგრძელის ძე, „დიდი იშხანი“, ამირსპასალარი 1190/1191-1207/1210/1212 წწ.; მანდატურთუხუცესი 1206 წ-დან გარდაცვალებამდე.

გამრეკელ თორელის გარდაცვალების შემდეგ, თამარის ისტორიკოსების ცნობით, თამარ მეფემ ამირსპასალარობა უბოძა ზაქარიას, „მჯდომსა სომეხთა მეფის ადგილსა, პატრონსა ლორისასა“. მასვე, „მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა“, დამატებით მისცეს ქალაქი რუსთავიც, ხოლო ამირსპასალარი გამრეკელ თორელის საგანმგეო თმოგვი სარგის ვარამის ძეს უბოძეს. 1199 წ. ანისის ხელახალი შემომტკიცების შემდგომ თამარმა იგიც ამირსპასალარ ზაქარიას გადასცა. ანისის ფლობამ ზაქარიას შემატა „შაჰინშაჰის“ ტიტულიც (შ. მესხია). სომხურ ისტორიოგარაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ანი-შირაკის მფლობელ მხარგრძელთა ეს ტიტული იმის მიმანიშნებელია, რომ „ზაქარიანებმა“, როგორც სომეხი ბაგრატუნების მემკვიდრეებმა, ფაქტობრივად აღადგინეს სომხური სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ფორმალურად ცნობდა საქართველოს სამეფოს უზენაესობას. ამ მოსაზრების საპირისპიროდ ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ ამგვარი დასკვნების საფუძველს ზაქარია მხარგრძელისა და მისი ვაჟის ტიტული “შაჰინშაჰი“ არ იძლევა, რამდენადაც ის ჯერ კიდევ XII ს-ის შუა ხანებში საკუთარ სახელადაა დადასტურებული, ასევე საკუთარი სახელია იგი ზაქარიას შთამომავლებში (ა. აბდალაძე).

1206 წ. ჭიაბერის გარდაცვალების შემდეგ, ზაქარია ამირსპასალარმა მანდატურთუხუცესის სახელოც მიიღო. ამის შემდეგ ეს თანამდებობაც გარკვეული ხნის განმავლობაში მხარგრძელთა სახლის სამემკვიდრეო თანამდებობად იქცა (შ. მესხია).

ზაქარია, მიუხედავად იმისა, რომ „გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა მოსავი“ იყო, მისი ძმის, მსახურთუხუცეს ივანესაგან განსხვავებით, ბოლომდე სომხური (ანტიქლკედონური) სარწმუნოების ერთგული დარჩა. თამარის ისტორიკოსთა თანახმად, მისი წინადადებით მოეწყო ქართველ-სომეხი სამღვდელოების პაექრობა სარწმუნოების შესახებ, რომელიც სომეხთა დამარცხებით დამთავრდა. მიუხედავად ანტიქალკედონური რწმენისა, ზაქარია, როგორც მთავარსარდალი, რათა ჯარში შესაძლო დაპირისპირებები თავიდან აეცდინა, რწმენის საკითხებში კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნას ცდილობდა. მაგ., მოლაშქრეთათვის მოწყობილ საველე ეკლესიებში მას უცდია სომხური და ქართული საეკლესიო კალენდრების დაახლოება (შ. მესხია). სპარსეთის ლაშქრობიდან გამარჯვებული და დიდი ალაფით დაბრუნებული ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი ზაქარია მალევე გარდაიცვალა, ცოტა ხნით ადრე თამარის გარდაცვალებამდე. ამიტომ მისი გარდაცვალების თარიღი სამეცნიერო ლიტერატურაში ისევე საკამათოა, როგორც თავად თამარის გარდაცვალების თარიღი -1207, 1210 ან 1212 წწ.



წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 55, 81-90; ბასილი ეზოსმოძღუარი 1959: 123; მესხია 1979: 264, 300; აბდალაძე 2005: 123-124.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები