ვაჩნასძე მანაველ
(ახალი გვერდი: '''მანაველ ვაჩნასძე''' - მსახურთუხუცესი 1230-იან-1245 წწ-ში (?) „ხელმწ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მანაველ ვაჩნასძე“ გადაიტანა გვერდზე „ვაჩნასძე მანაველ“) |
15:32, 19 ივნისი 2017-ის ვერსია
მანაველ ვაჩნასძე - მსახურთუხუცესი 1230-იან-1245 წწ-ში (?) „ხელმწიფის კარის გარიგების“ ცნობით, იგი სავაზიროში შეიყვანა რუსუდან მეფემ მისი დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს.
არსებობს მოსაზრება, რომ მანაველი და აფრიდონ მსახურთუხუცესი ერთი და იგივე პირია და სავაზიროში იგი შეყვანილ იქნა არა რუსუდან მეფის, არამედ გიორგი III-ის დის, რუსუდან დედოფლის მიერ (ი. ანთელავა). ამდენად, მსახურთუხუცესის გავაზირების ქრონოლოგია დამყარებულია „ხელმწიფის კარის გარიგების“ ხსენებული ცნობის ინტერპრეტაციაზე.
წყაროები და ლიტერატურა
ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 83, 91; ჯავახიშვილი 1982: 314-319; ინგოროყვა 1963: 582; ანთელავა 1983: 149-150.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017