ლომონოსოვი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიხეილ ლომონოსოვი“ გადაიტანა გვერდზე „ლომონოსოვი მიხეილ“ გად...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Mixeil lomonosovi.PNG|thumb|150px|მიხეილ ლომონოსოვი]]
 
'''მიხეილ ლომონოსოვი'''  – (რუს. Михаил Васильевич Ломоносов, 1711 -  1765),  რუსი მეცნიერი,  ენციკლოპედისტი, პოეტი, ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, მხატვარი, ისტორიკოსი და სხვ.
 
'''მიხეილ ლომონოსოვი'''  – (რუს. Михаил Васильевич Ломоносов, 1711 -  1765),  რუსი მეცნიერი,  ენციკლოპედისტი, პოეტი, ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, მხატვარი, ისტორიკოსი და სხვ.
  

21:14, 21 დეკემბერი 2024-ის ვერსია

მიხეილ ლომონოსოვი

მიხეილ ლომონოსოვი – (რუს. Михаил Васильевич Ломоносов, 1711 - 1765), რუსი მეცნიერი, ენციკლოპედისტი, პოეტი, ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, გეოგრაფი, მხატვარი, ისტორიკოსი და სხვ.

რუსეთის განაპირა ჩრდილოეთის ზღვისპირელი გლეხის შვილი. ბავშვობაში მამასთან ერთად ნავით დადიოდა სათევზაოდ ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეში. მან ადრე ისწავლა წერა-კითხვა, წაიკითხა ყველა წიგნი, რაც კი ხელთ მოხედა, 14 წლისამ თვითონ შეისწავლა არითმეტიკა და გრამატიკა. 1730 წ. ფეხით ჩავიდა მოსკოვში სასწავლებლად. 1731 წ. მოახერხა სლავურ-ბერძნულ-ლათინურ აკადემიაში მოხვედრა. დამთავრებისას, როგორც ერთ-ერთი უნარიანი მოსწავლე, პეტერბურგის უნივერსიტეტში გააგზავნეს. აქ სერიოზულად დააინტერესა ქიმიამ და ფიზიკამ ერთი წლის შემდეგ გააგზავნეს გერმანიაში მარბურგის უნივერსიტეტში.

ნიჭიერი ახალგაზრდა არამარტო ბრწყინვალედ სწავლობდა, არამედ მუშაობდა ფაბრიკებში და შახტებში, შემდეგ ფრაიბურგში სწავლობდა ქიმიას და სამთო საქმეს. მისი აზრით ნამდვილ ცოდნას იღებს მხოლოდ ის, ვინც თეორიის გამაგრებას პრაქტიკით შეძლებს. ლომონოსოვი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამ წესის ერთგული იყო.

1741 წ. სამშობლოში დაბრუნებისას დაინიშნა ქიმიის პროფესორად (აკადემიკოსად) პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში. მისი მონდომებით პეტერბურგში შეიქმნა იმ დროისათვის შესანიშნავი მოწყობილი ლაბორატორია. ამ ლაბორატორიაში ჩაატარა ლომონოსოვმა თავის ცდების უმეტესი ნაწილი. აშენებდა მინის ქარხნებს, ტყავის საწარმოებს, შახტებს, გამოსადნობ ღუმელებს და თვითონაც ამზადებდა ლამაზ ხელოვნურ ცეცხლს მეფის კარისათვის. ამის გარდა იგი ხელმძღვანელობდა სხვა ბევრ სამუშაოებს, წერდა სახელმძღვანელოებს, პოემებს, ქმნიდა სკოლებს.

მისი ინიციატივით და პრაქტიკული დახმარებით გაიხსნა მოსკოვის უნივერსიტეტი. ყველა ამ უამრავ საქმესა და საზრუნავს მეცნიერი წმინდა მეცნიერულ სამუშაოებთან ათავსებდა. ეს სამუშაო ეხებოდა უპირველეს ყოვლისა უცნობ პრობლემებს, როგორიც იყო სითბო და ნივთიერების აგებულებას.

ლომონოსოვის შეხედულებები ამ დარგში თითქმის ორასი წლით უსწრებენ თავის ეპოქას, ამიტომ აბსოლუტურად გაუგებარი იყო იმ დროის მეცნიერთათვის.

ლომონოსოვმა სრულად სუსტად ჩამოაყალიბა ნივთიერებისა და მოძრაობის შენახვის კანონი, რომელიც ცნობილია როგორც ლომონოსოვის კანონი.

ლომონოსოვის აზრით, ქიმია უნდა დაკავშირებული ყოფილიყო ფიზიკასთან და მათემატიკასთან. ამ დაკავშირებამ საშუალება მისცა ჩაეყარა ატომებისა და მოლეკულების აგებულების თეორიის ფუნდამენტი, ე. ი. შეექმნა მეცნიერების ახალი დარგი – ფიზიკური ქიმია.

აკადემიკოს გ. რიხმანთან ერთად ატარებდა ცდებს ატმოსფერულ ელექტრობაში.

ლომონოსოვის შეხედულებები და თეორიები შორს, მომავლისაკენ იყო გამიზნული და მხოლოდ იმ მეცნიერებმა შეაფასეს, რომლებიც ორი საუკუნით გვიან ცხოვრობდნენ.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები