ალ-ბირუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალ-ბირუნი''' – XI ს. გამოჩენილი არაბი მეცნიერი და გეოგრაფი. ხივ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:02, 20 იანვარი 2025 მდგომარეობით

ალ-ბირუნი – XI ს. გამოჩენილი არაბი მეცნიერი და გეოგრაფი. ხივაში (ხორეზმი) დაბადებული, თავისი სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა ინდოეთში. მსოფლიო მეცნიერების თანამედროვე ისტორიკოსმა სარტონმა ალ-ბირუნს უწოდა „ისლამის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული“.

გეოგრაფიული საკითხებისადმი მიძღვნილია მისი ასტრონომიულ თხზულებათა რამდენიმე განყოფილება. მათ შორის განსაკუთრებით სახელგანთქმულია „ალ-მასუდის კრებული“ („ალ-კანუნ ალ-მასუდი“) და „ადგილების უკიდურესი მდებარეობის განსაზღვრა, დასახლებულ ადგილთა შორის მანძილის შესამოწმებლად“ („ტახიდდ ნიხაიატ ალ ამაკინ ფი ტასხას მასაფატ ალ-მასაკინ“). მასში მოცემულია გეოგრაფიულ კოორდინატთა განსაზღვრის მეთოდები. გარდა ამისა ამავე თხზულებაში ალ-ბირუნს მოჰყავს საინტერესო მოსაზრებანი დედამიწის სახის გეოლოგიურ ცვლილებათა შესახებ; ასე, მაგალითად, ის გვამცნობს, რომ „… ხანგამოშვებით ზღვა გადაინაცვლებს ხმელეთის ადგილას და ხმელეთი ზღვის ადგილას. თუ ეს ხანა იყო სამყაროში ადამიანთა გაჩენამდე, ის უცნობი გახდა, ხოლო თუ ამის შემდეგ, არ დარჩა ხსოვნაში, რადგან მომხდარი ამბავი ადვილად ქრება, როდესაც მის შემდეგ გაივლის ხანგრძლივი დრო…“ ალ-ბირუნმა დატოვა შესანიშნავი შრომა ინდოეთის შესახებ. აკადემიკოს ვ. ბარტოლდის მტკიცებით, ამ შრომის ავტორმა საფუძვლიანად იცოდა სანსკრიტული ენა და ლიტერატურა.


[რედაქტირება] წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები