ვიდალ დე ლა ბლაში პოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პოლ ვიდალ დე ლა ბლაში''' – (ფრანგ. Paul Vidal de La Blache; დ. 22 იანვარი, 1845 — გ. 5 ა...) |
18:38, 30 იანვარი 2025-ის ვერსია
პოლ ვიდალ დე ლა ბლაში – (ფრანგ. Paul Vidal de La Blache; დ. 22 იანვარი, 1845 — გ. 5 აპრილი 1918), ცნობილი ფრანგი გეოგრაფი, საფრანგეთის გეოგრაფების რაიონული სკოლის ფუძემდებელი.
როგორც მის შრომებში, ისე მის მოწაფეთა და მიმდევართა შრომებში ამა თუ იმ ქვეყნის ან რაიონის გეოგრაფიულ დახასიათებისას ფიზიკურ-გეოგრაფიულ გარემოს ელემენტები მჭიდროდაა შერწყმული ადამიანთა საზოგადოების საქმიანობის ყოველგვარ გამოვლინებასთან. ვიდალ დე ლა ბლაშის აზრით გეოგრაფიული გარემო წარმოადგენს მთავარ ძალას, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებას და მის ფიზიონომიას.
ვიდალ დე ლა-ბლაშს ოცდაათამდე შრომა ეკუთვნის მათ შორის მნიშვნელოვანია:
1) „საფრანგეთის გეოგრაფიის სურათები“;
2) „ადამიანის გეოგრაფიის პრინციპები“ (1922 წ.).