პალასი პეტერ სიმონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პეტერ სიმონ პალასი''' − (გერმ. Peter Simon Pallas, (1741-1811 წ.წ), გერმანელი მეცნ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პალასი პეტერ სიმონი“ გადაიტანა გვერდზე „პეტერ სიმონ პალასი“) |
15:00, 21 თებერვალი 2025-ის ვერსია
პეტერ სიმონ პალასი − (გერმ. Peter Simon Pallas, (1741-1811 წ.წ), გერმანელი მეცნიერი, ბუნებისმეტყველი, გეოგრაფი და მოგზაური. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
1768–1773 წ.წ. მან ინახულა ყირიმი,ვოლგის მიდამოები, მდინარე ურალის რაიონი (ყოფილი ურალის ოლქი), დასავლეთი ციმბირი, ალტაი, ბაიკალის ტბა.
პროფ. ლ. ს. ბერგის თქმით, „მისი (ე. ი. პალასის) ანგარიშები, რომელიც იძლევა ცნობებს რუსეთის გეოგრაფიის, ზოოლოგიის, ბოტანიკის, გეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიისათვის, წარმოადგენს უდიდეს საგანძურს, საიდანაც შემდეგი მკვლევრები მუდმივად სესხულობენ მასალებს“. თავისი მოგზაურობანი. პალასმა აღწერა (გერმანულ ენაზე) სამტომიან თხზულებაში „მოგზაურობანი რუსეთის იმპერიის სხვადასხვა პროვინციებში“.