პევცოვი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პევცოვი მიხეილ“ გადაიტანა გვერდზე „მიხეილ პევცოვი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიხეილ პევცოვი“ გადაიტანა გვერდზე „პევცოვი მიხეილ“ გადამისამ...) |
15:52, 21 თებერვალი 2025-ის ვერსია
მიხეილ პევცოვი – (რუს. Михаил Васильевич Певцов, 1843-1902 წ.წ.), რუსი მოგზაური და გეოგრაფი. ნ. მ. პრჟევალსკის თანამშრომელი. გამოიკვლია აღმოსავლეთი ტიან-შანი, კაშგარია, კუენ-ლუნის დასავლეთი რაიონი და ტიბეტის ჩრდილო-დასავლეთი განაპირა ნაწილი. მისი უმთავრესი შრომებია:
1) „ჯუნგარიის მიმოხილვა მგზავრობის. დროს“ (1879 წ.);
2) „მონღოლეთსა და შიდა ჩინეთის ჩრდილო პროვინციებში მოგზაურობის მიმოხილვა“ (1883 წ.);
3) „მოგზაურობა აღმოსავლეთ თურქესტანში, კუენ-ლუნზე, ტიბეტის მთიანეთის ჩრდილო განაპირა მხარეში და ჯუნგარიაში 1889 და 1890 წ.წ.“ (პეტერბურგი, 1895 წ.).