აბანოს ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[თბილისის ქუჩები, გამზირები, მოედნები]]
+
[[ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები]]
 
[[კატეგორია:თბილისის ქუჩები]]
 
[[კატეგორია:თბილისის ქუჩები]]

მიმდინარე ცვლილება 12:32, 4 მარტი 2025 მდგომარეობით

აბანოს ქუჩა

აბანოს ქუჩა – ქუჩა თბილისში, ძველი თბილისის რაიონი (აბანოთუბანი); ვახტანგ, გორგასლის ქუჩიდან აბანოს I შესახვევამდე. სავარაუდოდ საფუძველი ჩაეყარა იმ დროს, როდესაც აქ პირველი აბანოები აიგო. ააბანოს ქუჩის სახელწოდება მიიღო არა უგვიანეს 1841-ისა (შეტანილია 1841 წ. შედგებილი თბილისის ქუჩების სიაში). იწყებოდა ვახტანგ. გორგასლის (ყოფ. თათრის) მოედნიდან. 1851, ვორონცოვის ქუჩის (ახლანდელი ვახტანგ გორგასლის ქუჩა) გაყვანის შემდეგ, მოედნიდან წავკისის-წყლამდე მდებარე ქუჩის მონაკვეთიც მას შეუერთდა. აბანოს ქუჩა დღეისათვის მთლიანად რესტავრირებულია. ქუჩის ერთ მხარეს განთავსებულია აბანოების კომპლექსი, მეორე მხარეს – სახლები (XIX ს. 50-70-იანი წლები), რომელთა ზედა სართულები საცხოვრებელია, პირველ სართულებზე კი სავაჭრო დაწესებულებებია (კაფეები, მაღაზიები). ქუჩას კეტავს ყოფილო „ჭრელი აბანო“ (ორბელიანების საგვარეულო აბანო; მოიხსენიება XVIII ს-იდან). აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების კეთილმეზობლური ურთიერთობის აღსანიშნავად ქუჩაზე არსებულ სკვერს 2004 ეწოდა ჰ. ალიევის სახელი, სადაც 2007 დაიდგა მისივე ბიუსტი (მოქანდაკე ნ. ალიევი). აქვს 2 შესახვევი (II შესახვევს ადრე გოგირდის შესახვევი ერქვა).



[რედაქტირება] წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები