შნაპსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: შნაპსი '''შნაპსი''' – Schnapps, მაგარი ალკოჰოლური სა...) |
14:47, 11 მარტი 2025-ის ვერსია
შნაპსი – Schnapps, მაგარი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც მიიღება მარცვლეულის ან კარტოფილის გამოხდით. შნაპსი ასოცირებულია გერმანიასთან და სიტყვასიტყვით „ჩაჭერა“-ს ნიშნავს. მის დასამზადებლად საჭირო სპირტი მიიღება სხვადასხვა ნედლეულის ორჯერადი გამოხდით. შნაპსის დასამზადებლად, ხორბლისა და სიმინდის გარდა, გამოიყენება ვაშლი, ყურძენი, ბანანი, შტოში, მოცვი, მარწყვი და სხვ. გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებსა და ავსტრიაში ყველაზე პოპულარულია ატმის შნაპსი, რომლის სიმაგრე დაახლოებით 30 მოც%.