აგუძერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 26: ხაზი 26:
 
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
 
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
 
[[კატეგორია:ზღვისპირა კურორტები]]
 
[[კატეგორია:ზღვისპირა კურორტები]]
[[კატეგორია:სოფლები საქართველოში]]
+
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:სოფლები აფხაზეთში]]
 
[[კატეგორია:სოფლები აფხაზეთში]]

მიმდინარე ცვლილება 01:37, 2 აპრილი 2025 მდგომარეობით

კურორტი აგუძერა

აგუძერა – (ინგლ. Agudzera, რუს. Агудзера), ზღვისპირა კლიმატური კურორტი, საქართველოში, აფხაზეთში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, სოხუმიდან 9 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 10 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.

ჰავა – სუბტროპიკული, ზღვისპირა, ზომიერად ნოტიო. ზამთარი რბილია, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,3 °C. ზაფხული თბილია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,2°C. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 76%-ს, ნალექების წლიური რაოდენობა – 1786 მმ-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში − 2120 საათს.

მცენარეული საფარი – კურორტსა და მისი მიდამოების ზღვისპირა ზოლში იზრდება ქვიშნარის მცენარეულობა (რძიანა, გლერტა, ლურჯი ნარი, ძეძვი და სხვ.). ხოლო დიუნების მიღმა, ჭაობის მცენარეულობის კომპლექსი, რომელშიც მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს მურყნარს. შედარებით მშრალ ადგილებზე ხარობს მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარ-წიფლნარი.

აგუძერას ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ზღვისპირა სუბტროპიკული ჰავა; ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

აგუძერაში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები აგუძერაში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები აგუძერასა და მის მიდამოებში:

ამტყელის ტბა; შუა საუკუნეების ციხეების, კოშკების, ხიდებისა და მართლმადიდებლური ეკლესიების ნანგრევები; დრანდის მართლმადიდებლური გუმბათოვანი ეკლესია (შუა საუკუნეები) და სხვ.).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები