ალბირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]]
 
[[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]]
  
[[კატეგორია: საკურორტო ადგილები საქართველოში]]
+
[[კატეგორია: კურორტები]]
[[კატეგორია: საკურორტო ადგილები]]
+
[[კატეგორია:კურორტები ესპანეთში]]
 +
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]]
 +
[[კატეგორია:ზღვისპირა კურორტები]]

მიმდინარე ცვლილება 21:02, 5 აპრილი 2025 მდგომარეობით

ალბირი

ალბირი – (ინგლ. Albir, რუს. Альбир), ზღვისპირა კლიმატური კურორტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ვალენსიის ოლქის ალიკანტეს პროვინციაში, ქ. ალთეადან 3, ხოლო ქ. ვალენსიიდან 119 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, ქ. ბენიდორმიდან 8, ხოლო ქ. ალიკანტედან 48 კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, კოსტა ბლანკას საკურორტო ზონის ჩრდილო ნაწილში. კურორტის ვიწრო ზღვისპირა ზოლის რელიეფი ვაკეა, რასაც ცვლის მთაგორიანი რელიეფი.

ჰავა – ხმელთაშუა ზღვის. ზამთარი რბილია და ხანმოკლე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 14°C. ზაფხული თბილია, მშრალი და ხანგრძლივი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 26°C. ნალექების წლიური რაოდენობა – 280 მმ. ნალექების მაქსიმუმი მოდის შემოდგომაზე (114 მმ), მინიმუმი კი – ზაფხულზე (20 მმ).

ალბირის ტერიტორია გარშემორტყმულია ციტრუსების ნარგავებით. კურორტზე გავრცელებულია: პალმები, კვიპაროსები, ოლეანდრები, სხვადასხვა ყვავილი. როგორც კურორტის, ისე მისი მიდამოების ტერიტორიაზე გვხვდება აგრეთვე: ვენახები, ხეხილის (ვაშლი, გარგარი, ატამი) ბაღები, ზეთისხილის ნარგავები, ფიჭვები და ნემსიწვერას ბუჩქები.

ალბირის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ხმელთაშუა ზღვის ჰავა, ზღვის მარილებით გაჯერებული ზღვისპირა ჰაერი და ზღვის წყალი.

ალბირის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდია თალასოთერაპია (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში წელიწადის თბილ პერიოდში; პასიური კლიმატოთერაპია მთელი წლის განმავლობაში და სხვ.).

ჩვენებები ალბირში წასასვლელად: დასვენება; ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:

ალბირისა და მისი მიდამოებისთვის უახლოესი ტურისტული ობიექტებია ალიკანტეში, ბენიდორმში და ალტეაში.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები