ლამენტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლამენტო''' – (Iamento, იტალ. – ჩივილი), ნაღვლიანი, მწუხარე ხასიათის ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:44, 27 აპრილი 2025 მდგომარეობით

ლამენტო – (Iamento, იტალ. – ჩივილი), ნაღვლიანი, მწუხარე ხასიათის მუსიკალური პიესების სახელწოდება. დიდი როლი შეიძინა იტალიური მონოდიური სტილის განვითარებასთან ერთად. XVII ს. დასაწყისის მისი ნათელი ნიმუშია არიადნას ლამენტო კ. მონტევერდის ოპერა „არიადნაში“ (1608). ლამენტო გვხვდება XVII-XVIII ს. ოპერებში, ორატორიებში, კანტატებში (პერსელის ოპერა „დიდონა და ენეა,“ გ. ჰენდელის ოპერები). XVII ს. მეორე ნახევრიდან ტერმინი ლამენტო გამოიყენება ინსტრუმენტული ნაწარმოების მიმართაც.


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები