აბუბუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:შუმერული მითები]] | [[კატეგორია:შუმერული მითები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:წარღვნასთან დაკავშირებული მითები]] |
09:41, 26 ივნისი 2017-ის ვერსია
აბუბუ - "მოგუგუნე წყალი", აქადურად "წარღვნა", შუმერულ მითოლოგიაში წარღვნის ქარიშხალი, რომელიც წარმოდგენილია გველეშაპის სახით.
აბუბუ ღმერთების იარაღიც არის, რომლითაც ისინი ანადგურებენ მტრულ ძალებს (მაგ., მარდუქის ხელში თიამატის წინაარმდეგ). აბუბუ განპიროვნებულია და, როგორც გონიერი არსება, რჩევას აძლევს თავის მფლობელ ღმერთს. ხშირად რომელიმე ღმერთი იწოდება მასზე მაღლა მდგომი ღმერთის აბუბუდ, ე. ი. მის იარაღად. (მაგ., ნინურთა არის ენლილის აბუბუ, როგორც მისი ნების აღმსრულებელი).