ლისტი ფერენც

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფერენც ლისტი''' – (22. 10. 1811, დობორიანი ქ. შოპრონის მახლობლად, [[უნგ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლისტი ფერენც“ გადაიტანა გვერდზე „ფერენც ლისტი“)

23:13, 28 აპრილი 2025-ის ვერსია

ფერენც ლისტი – (22. 10. 1811, დობორიანი ქ. შოპრონის მახლობლად, უნგრეთი − 31. 7. 1886, ბაიროითი, გერმანია), უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკალური რომანტიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი.

ლისტის პირველი მუსიკის მასწავლებელი იყო მამამისი, ადამ ლისტი, მოყვარული მუსიკოსი. 9 წლის ლისტმა უკვე პირველი კონცერტები გამართა. 1821 ლისტი ვენაში მეცადინეობდა კ. ჩერნისთან (ფორტეპიანო) და ა. სალიერისთან (კომპოზიცია). 1823 სწავლა განაგრძო პარიზში. აქვე 1825 დაიდგა მისი ოპერა „დონ სანჩო, ანუ სიყვარულის ციხე-სიმაგრე“. ამავე პერიოდში შექმნა მან პირველი საფორტეპიანო თხზულებები, 12 ეტიუდი და სხვა მცირე ფორმის ნაწარმოებები. ჰიუგოსთან, ბალზაკთან, ჰაინესთან, გამოჩენილ მუსიკოსებთან – შოპენთან, ბერლიოზთან, პაგანინისთან ურთიერთობამ დიდი გავლენა იქონია ლისტის ესთეტიკური პრინციპებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. 1838-47 ევროპის ქვეყნებში ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლისტი აღიარეს სწორუპოვარ პიანისტად, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საფორტეპიანო ხელოვნებაში, მიანიჭა საკრავს ორკესტრული ხმოვანება. 1848-იდან ცხოვრობდა გერმ. მუსიკსლურ ცენტრში-ვაიმარში, სადაც სათავეში ჩაუდგა საოპერო თეატრს.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები