ათათი ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
  
[[კატეგორია:მითოლოგია]]
+
[[კატეგორია:თქმულებები]]
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
+
[[კატეგორია:კავკასიური თქმულებები]]
[[კატეგორია:ოსური მითები]]
+
[[კატეგორია:ოსური თქმულებები]]
 
[[კატეგორია:მფარველი ხატები]]
 
[[კატეგორია:მფარველი ხატები]]

10:40, 26 ივნისი 2017-ის ვერსია

ათათი ძუარ-ი (ოს. Ататы дзуар – „ათაევების ხატი“) — დიგორის ხეობის სოფ. გალიათში მცხოვრები ათაევების გვარის მფარველი ხატი. აღნიშნული კულტის დაფუძნებასთან დაკავშირებულია შემდეგი გადმოცემა: ერთხელ ათაევების შორეული წინაპარი შეშისთვის ტყეში წავიდა. როცა ხეს ცული მოუქნია, საიდანღაც ძახილი შემოესმა: „ნუ მომჭრი!“ მაშინ სხვა ხეს მიადგა, მაგრამ იგივე განმეორდა. მან ცული დაჰკრა მესამე ხეს, საიდანაც რძე და სისხლი გადმოდინდა. ათაევმა იფიქრა, რომ ხეში სიმდიდრის სული იყო ჩასახლებული; ფიჭვის ნამორი სახლში წამოიღო და საჯინიბოში ბაგაზე მიამაგრა. იმ დღიდან მოყოლებული ათაევების ძუარი (ხატი) სწორედ ეს ნამორი გახდა; მას ყოველწლიურად ბატკანს, ლუდს და არაყს სწირავდნენ. ვ. მილერის ცნობით, ათაევების მფარველი ხატის არსებობა შეწყდა 1876 წელს, როცა ცნობილი ეთნოგრაფისა და ღვთისმსახურის ბ. გატიევის დაჟინებული მოთხოვნით ეს ნამორი დაწვეს.


ლიტერატურა

Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები