მდივანი მარინე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მდივანი მარინე“ გადაიტანა გვერდზე „მარინე მდივანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მარინე მდივანი“ გადაიტანა გვერდზე „მდივანი მარინე“ გადამისამ...) |
21:21, 30 აპრილი 2025-ის ვერსია
მარინე მდივანი – (6. X. 1936, თბილისი), ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1976). დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა (1955, ე. ჩერნიავსკაიას კლ.), მოსკოვის კონსერვატორია (1960). ი. მილშტეინისა და ე. გილელსის მოწაფეა (ე. გილელსთან გაიარა ასპირანტურაც, 1960-63). 1966-იდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტია. გასტროლებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მისი შესრულება გამოირჩევა დინამიზმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და არტისტიზმით. ახალგაზრდობის საკავშირო ფესტივალზე (1957) მოიპოვა ოქროს მედალი, ხოლო მსოფლიოს ახალგაზრდობის ფესტივალზე მოსკოვში (1958)_ვერცხლის მედალი. მ. მდივანის რეპერტუარი მოიცავს საზღვარგარეთის კლასიკური მუსიკის ნიმუშებს და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. იგი არის მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსისა (პარიზი, 1961, I პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის საერთაშორისო კონკურსის (1962, IV პრემია) ლაურეატი. 1991-იდან კანადაშია. ქ. მონრეალის მაკ-გილის უნივერსიტეტის პროფესორია.