ნიჟარაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე ნიჟარაძე“ გადაიტანა გვერდზე „ნიჟარაძე ალექსანდრე...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Aleqsandre niJaraZe.PNG|thumb|140px|ალექსანდრე ნიჟარაძე]]
 
'''ალექსანდრე ნიჟარაძე'''  − (21.VII. 1932, [[თბილისი]] − 18.XII. 1991, მოსკოვი), ქართველი პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი
 
'''ალექსანდრე ნიჟარაძე'''  − (21.VII. 1932, [[თბილისი]] − 18.XII. 1991, მოსკოვი), ქართველი პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი
 
(1987), 1950 დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა (პედაგოგი ე. ჩერნიავსკაიას კლასი), 1956 – მოსკოვის კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფესორი [[ნეიგაუზი გენრიხ|გ. ნეიგაუზი]]). 1957-59 თბილისში გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორი ა. ვირსალაძის ხელმძღვანელობით. 1959-იდან პედაგოგიუე მუშაობას ეწეოდა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორიაში]] (1967 − დოცენტი, 1982 − პროფესორი).  
 
14:53, 5 მაისი 2025-ის ვერსია

ალექსანდრე ნიჟარაძე

ალექსანდრე ნიჟარაძე − (21.VII. 1932, თბილისი − 18.XII. 1991, მოსკოვი), ქართველი პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987), 1950 დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა (პედაგოგი ე. ჩერნიავსკაიას კლასი), 1956 – მოსკოვის კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფესორი გ. ნეიგაუზი). 1957-59 თბილისში გაიარა ასპირანტურის კურსი პროფესორი ა. ვირსალაძის ხელმძღვანელობით. 1959-იდან პედაგოგიუე მუშაობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში (1967 − დოცენტი, 1982 − პროფესორი).

საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს 1956-იდან. საქართველოსა და სსრკ ქალაქებში, მოგვიანებით – საზღვარგარეთის ქვეყნებში (გდრ, პოლონეთი, უნგრეთი). 1960 ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი გახდა. ნიჟარაძის დაკვრა გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საშემსრულებლო კულტურით. რეპერტუარში ძირითადად ჰქონდა კლასიკური და რომანტიკული საფორტეპიანო ლიტერატურის ნიმუშები, აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

გ. ტორაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები