ნოქტიურნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნოქტიურნი''' − (ფრანგ. nocturne, სიტყვასიტყვით – ღამისა), 1. XVII საუკუ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:12, 5 მაისი 2025 მდგომარეობით
ნოქტიურნი − (ფრანგ. nocturne, სიტყვასიტყვით – ღამისა),
1. XVII საუკუნეში მცირე ზომის პიესების ციკლი (სიუიტის სახეობა) სასულე ან სასულე და სიმებიანი საკრავების
ანსამბლებისათვის.
2. XIX ს-ში მღერადი ლირიკული მუსიკალური პიესა, უმეტესად ელეგიურ-საოცნებო ხასიათისაა. იწერება მდოვრე ან ზომიერ ტემპში. შუა ნაწილი ზოგჯერ მღელვარე, ცოცხალი ხასიათისაა. ნოქტიურნის როგორც ერთნაწილიანი საფორტეპიანო პიესის ჟანრს, საფუძველი ჩაუყარა ჯ. ფილდმა. საფორტეპიანო ნოქტურნის სრულყოფილი კლასიკური ნიმუშები (21) შექმნა ფ. შოპენმა.