პატი ადელინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პატი ადელინა“ გადაიტანა გვერდზე „ადელინა პატი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ადელინა პატი“ გადაიტანა გვერდზე „პატი ადელინა“ გადამისამართე...) |
მიმდინარე ცვლილება 13:21, 6 მაისი 2025 მდგომარეობით
ადელინა პატი – (19 თებერვალი 1843, მადრიდი − 27 სექტემბერი 1919, ბრეკნოკი, უელსი), იტალიელი მომღერალი (კოლორატული სოპრანო). 1859-იდან საოპერო სცენაზეა. უდიდესი წარმატებით გამოდიოდა მრავალ ქვეყანაში. 1897 დატოვა სცენა და მხოლოდ კონცერტებს მართავდა. ადელინა პატი XIX ს. ერთ-ერთი უდიდესი მომღერალი იყო. მას ჰქონდა წმინდა, წკრიალა ტემბრის ხმა და ვირტუოზული ტექნიკა. მის რეპერტუარში მთავარი ადგილი ეკავა იტალიელი კომპოზიტორების (როსინი, ბელინი, ვერდი და სხვ.) ოპერებს.