პრელუდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პრელუდია''' – (გვიანდ. ლათ. Praeludium<praeludo – ვუკრავ, წინასწარ, სასინჯა...) |
მიმდინარე ცვლილება 21:16, 6 მაისი 2025 მდგომარეობით
პრელუდია – (გვიანდ. ლათ. Praeludium<praeludo – ვუკრავ, წინასწარ, სასინჯად, შესავალს ვუკეთებ). მუსიკალური ნაწარმოების შესავალი; დამოუკიდებელი მუსიკალური პიესა, უპირატესად ფორტეპიანოსათვის. XVIII საუკუნიდან პრელუდია იქმნება როგორც დამოუკიდებელი პიესა (უმთავრესად სიმებიან-კლავიშიანი საკრავისათვის), ამავე დროს, ჩამოყალიბდა (განსაკუთრებით ი. ს. ბახის შემოქმედებაში) მდგრადი მცირე ციკლი პრელუდია– ფუგა. ბახმა ჩამოაყალიბა აგრეთვე მაჟორისა და მინორის ყველა ტონალობის შემცვლელი პრელუდიებისა და ფუგების დიდი ციკლი („კარგად ტემპერირებული კლავირის“ I და II ტომები). შეიქმნა აგრეთვე მხოლოდ პრელუდიების ციკლი - ყველა ტონალობისა (შოპენის, სკრიაბინის, დებიუსის, რახმანინოვის, შოსტაკოვიჩის, და ა.შ. ნაწარმოებები).