გავრცობილი წინადადება
(→წყარო) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
[[კატეგორია:წინადადება]] | [[კატეგორია:წინადადება]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ენა]] |
მიმდინარე ცვლილება 23:23, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
გავრცობილი წინადადება – მარტივი წინადადება, რომელშიც მთავარ წევრებთან ერთად არის ერთი ან ერთზე მეტი მეორეხარისხოვანი (არამთავარი) წევრი („სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი მწუხრის ზეწარი გადაეფარა“, ი. ჭავჭავაძე). მეორეხარისხოვანი წევრები შეიძლება დაუკავშირდნენ ერთ მთავარ წევრს („გათენებისას ჭიუხში შურთხმა დარეკა ზარიო", ვაჟა-ფშაველა) ან სხვადასხვას („ახალ მოსავალს მარანი ხვდება ღვინობისთვეში ძველისძველ ღვინით“, ლ. ასათიანი). ერთნაირი სინტაქსური ფუნქციის მქონე მეორეხარისხოვანი წევრები, ჩვეულებრივ, სინტაქსურ წყვილს ქმნიან სხვადასხვა მთავარ წევრთან („მაისის წვიმამ დაწურა ლაჟვარდის იაგუნდები“, გ· ლეონიძე). მეორეხარისხოვანი წევრები შეიძლება ახლდეს მთავარ წევრს („მსუბუქი ბურუსი მწვანე ველს თეთრად გადაეფარა", თ. დონჟ.): მთავარ წევრთან დაკავშირებულ მეორეხარისხოვან წევრს, თავის მხრივ, შეიძლება ახლდეს დამოკიდებული წევრი, ანუ დამოკიდებულის დამოკიდებული და ა. შ. და ერთ მთავარ წევრთან იყოს ერთმანეთთან ცალმხრივი დაქვემდებარებით შეკავშირებული მეორეხარისხოვან წევრთა ჯგუფი, რომელიც ამ მთავარი წევრის შემადგენელს ქმნის („მთებში დამდნარი თოვლის წყლებით აზვირთებული ალაზანი ველს სარტყელივით გასდევდა“, თ. დონჟ). ამ წინადადებაში ქვემდებარის („ალაზანი“) შემადგენელია „მთებში დამდნარი თოვლის წყლებით აზვირთებული“. თუ ყველა მთავარ წევრთან მეორეხარისხოვან წევრთა ჯგუფებია შეკავშირებული, მაშინ გავრცობილი წინადადება საკმაოდ ვრცელია („გაზაფხულის ნაზი სურნელებით დაინანთებული მიწის ღრმა სუნთქვა ტკბილად უერთდებოდა ცადაფრენილი ტოროლას უსაზღვრო ლხენას“, თ. დონჟ.).
ლ. კვანტალიანი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- კიზირია ა. მარტივი წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში, თბ., 1961; დავითიანი ა. ქართული ენის სინტაქსი, I, თბ., 1973;
- კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., I996.