კითხვით-ძახილის წინადადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კითხვით-ძახილის წინადადება''' − წინადადება, რომელიც კითხვა...)
 
(წყარო)
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:გრამატიკა]]
 
[[კატეგორია:წინადადება]]
 
[[კატეგორია:წინადადება]]
 +
[[კატეგორია:ქართული ენა]]

მიმდინარე ცვლილება 23:41, 7 მაისი 2025 მდგომარეობით

კითხვით-ძახილის წინადადება − წინადადება, რომელიც კითხვასთან ერთად ძლიერ გრძნობასაც გამოხატავს და წარმოითქმის კითხვისა და ძახილის ინტონაციით („სად იცის მიწამ ასე ღიმილი და გაზაფხულმა ახავერდება?!“). ამ ტიპის წინადადებაში უმთავრესად გაკვირვება-განცვიფრებაა გამოხატული („რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი, ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!” ვაჟა-ფშაველა). კითხვით-ძახილის წინადადება ხშირად რიტორიკული შინაარსისაა, პასუხს არ ითხოვს და კითხვითი ფორმა მხოლოდ ექსპრესიის გასაძლიერებლად არის გამოყენებული („განა აქვს კი ცრემლი ცეცხლმოდებულ გულსა?!”, ი. ჭავჭავაძე); „სიკვდილო, კარგის მოკვლისთვის ნეტავ ვინ გეტყვის ქებასა?“, ვაჟა-ფშაველა. კითხვით-ძახილის წინადადება არის წართქმითი და უკუთქმითი. ზოგჯერ წართქმით წინადადებას უკუთქმითი მნიშვნელობა აქვს („განა ყველა, რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია?! ვაჟა-ფშაველა) და პირიქით, უკუთქმით წინადადებას – წართქმითი („ჭია კი ცოცხალი არსება არ არის, რომ გადაჰყლაპავთ ხოლმე?!“, ვაჟა-ფშაველა). კითხვით-ძახილის წინადადებაში ხმის ამაღლება ხდება კითხვით სიტყვაზე, თუ წინადადებაში არის ასეთი სიტყვა, ან იმ სიტყვაზე, რომელსაც ეხება კითხვა („ქორი ვარ, სხვას რომ მოვსტაცო?!“, ა. წერეთელი). ამგვარ წინადადებას თუ შორისდებულიც ახლავს, ისიც ხმის ამაღლებით წარმოითქმის („ჰმ, უკვდავების წყარო და ნაძალადევი ჭა ერთმანეთს შეადარა?" ა. წერეთელი). აგებულების მიხედვით კითხვით-ძახილის წინადადება არის მარტივიც („კაცად ვის დაუნახია ბნელეთში მადლის მთესველი?!", ვაჟა-ფშაველა), შერწყმულიც („რამდენი თვალი და ხელ-ხმალი უნდა ჰქონდეს ადამიანს?!", ლ. გოთუა), რთულიც („უნდა შეშინდეს განა ზღვა, ხაპვა რომ უწყონ ცხრილითა?“, ვაჟა-ფშაველა). კითხვით-ძახილის წინადადების ბოლოს დაისმის კითხვისა და ძახილის ნიშნები.

ლ. კვანტალიანი


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები