როკ-ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''როკ-ოპერა''' − (ინგლ. rock`n` roll და ოპერა), მუსიკალურ-დრამატული ჟანრ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 8: ხაზი 8:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
+
[[კატეგორია:ოპერა]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ჟანრები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალური ჟანრები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალურ-დრამატული ჟანრები]]
 
[[კატეგორია:მუსიკალურ-დრამატული ჟანრები]]

მიმდინარე ცვლილება 14:44, 8 მაისი 2025 მდგომარეობით

როკ-ოპერა − (ინგლ. rock`n` roll და ოპერა), მუსიკალურ-დრამატული ჟანრი, რომლის სტილისტურ საფუძველს წარმოადგენს როკ-მუსიკა, წარმოიშვა 1960-1970 აშშ-ში და ინგლისში. პირველ როკ-ოპერად მიჩნეულია გ. მაკდერმოტის „თმები“ (1967). მაღალი მხატვრული თვისებებით გამოირჩევა ე. ლ. უებერის როკ-ოპერები: „იესო ქრისტე მსუპერვარსკვლავი“ (1971) და „ევიტა“ (1978).როკ-ოპერის იდეური მიმართულება დაკავშირებულია ახალგაზრდობის სტიქიურ ბუნტთან ბურჟუაზიული საზოგადოების ფასეულობათა წინააღმდეგ. მუსიკალური დრამატურგია ემყარება ცალკეული ნომრებისა (არია, მონოლოგი, გუნდი) და ლაიტმოტივიზმის შეთავსებას. როკ-ოპერაში გვხვდება სალაპარაკო დიალოგები, საცეკვაო ეპიზოდები სპეციფიკური პლასტიკით, ბგერითი გაფორმებისა და განათების ტექნიკის ექსცენტრიული ხერხები. გამოიყენება როგორც კლასიკური საორკესტრო შემადგენლობა, ისე როკ-ანსამბლები, შესრულების მანერა – შემტევი, აგრესიულია.

ქართულ მუსიკაში როკ-ოპერის ნიმუში შექმნა ი. ბარდანაშვილმა („ალტერნატივა“, 1976 რ. სტურუას ლიბრეტოზე).


[რედაქტირება] წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები