რუბინშტეინი ანტონ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რუბინშტეინი ანტონ“ გადაიტანა გვერდზე „ანტონ რუბინშტეინი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანტონ რუბინშტეინი“ გადაიტანა გვერდზე „რუბინშტეინი ანტონ“ გად...) |
19:34, 8 მაისი 2025-ის ვერსია
ანტონ რუბინშტეინი – (16 ნოემბერი 1829, სოფ. ვიხვატინეცი, პოდოლსკის გუბ. – 8 ნოემბერი 1894, პეტერგოფი, პეტერბურგის მახლობლად), რუსი პიანისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 10 წლისა საჯაროდ გამოვიდა მოსკოვში, როგორც პიანისტი. 1840-43 კონცერტებს მართავდა ევროპის ქვეყნებში. ამ წლებში გამოიცა მისი პირველი ნაწარმოებებიც. 1844-48 რუბინშტეინი ცხოვრობდა უცხოეთში (ბერლინი, ვენა), მეცადინეობდა ზ. დენთან (მუს. თეორია). პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა გალობის აკადემია (1858), „რუსეთის სამუსიკო საზოგადოება“ (1859) და პეტერბურგის კონსერვატორია (1862), 1862-67 და 1887-91 იყო მისი დირექტორი. 1872-73 წარმატებით გამოდიოდა აშშ-ში მევიოლინე ჰ. ვენიავსკისთან ერთად. 1885-86 რუსეთსა და დასავლეთ ევროპის უდიდეს ქალაქებში ჩაატარა ე. წ. „ისტორიული კონცერტების“ ციკლი. 1891 იგი თბილისს ეწვია. კონცერტის შემოსავალი მან მთლიანად სამუსიკო სასწავლებლის (ამჟამად თბილისის კონსერვატორია) მშენებლობის ფონდს გადასცა. ცხოვრების უკანასკნელი წლები (1891-94) უმთავრესად დრეზდენში გაატარა. მისი მოწაფე იყო პ. ჩაიკოვსკი.