შავი შაშვი (სიმღერა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შავი შაშვი''' – ქართული (გურული) ხალხური სამხმიანი სიმღერა, ვ...) |
15:53, 16 მაისი 2025-ის ვერსია
შავი შაშვი – ქართული (გურული) ხალხური სამხმიანი სიმღერა, ვოკალური მრავალხმიანობის შესანიშნავი ნიმუში. გადმოგვცემს შაშვზე ნადირობის ეპიზოდს. სიმღერაში მონაწილე სამივე ხმის მდიდარი რიტმულ-ინტონაციური განვითარება განაპირობებს სიმღერის სირთულესა და თავისთავადობას. სიმღერას ასრულებს სამი ცალფა ხმა.