შიუცი ჰაინრიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჰაინრიხ შიუცი''' – 14 ოქტომბერი 1585, კიოსტრიცი, ტიურინგია – 6 ნოე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შიუცი ჰაინრიხ“ გადაიტანა გვერდზე „ჰაინრიხ შიუცი“) |
22:00, 16 მაისი 2025-ის ვერსია
ჰაინრიხ შიუცი – 14 ოქტომბერი 1585, კიოსტრიცი, ტიურინგია – 6 ნოემბერი 1672, დრეზდენი), გერმანელი კომპოზიტორი, ორგანისტი და პედაგოგი. კომპოზიციაში მეცადინეობდა ჰ. ოტოსთან და ჯ. გაბრიელისთან. იყო კარის კაპელმაისტერი კასელში, დრეზდენსა და კოპენჰაგენში. ჰაინრიხ შიუცი ბახამდელი პერიოდის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია, გერმანული ეროვნული საკომპოზიციო სკოლის ფუძემდებელი, კანტატა-ორატორიის ჟანრის ერთ-ერთი შემქმნელია გერმანიაში. პირველი გერმანული ოპერისა (`დაფნე~, 1627) და ოპერა-ბალეტის („ორფეოსი და ევრიდიკე“, 1638) და მრავალი სხვა ნაწარმოების ავტორი. პოლიფონიური მუსიკის გამოჩენილი ოსტატი.