ანჯაფარიძე გიორგი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | [[ფაილი:Anjafaridze giorgi (gizo).jpg| | + | [[ფაილი:Anjafaridze giorgi (gizo).jpg|120პქ|thumb|'''გიორგი (გიზო) ანჯაფარიძე''']] |
'''ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე''' - (ფსევდონიმები: გიზო, маска) (09.I.1889, სოფ. კიწია - 14.XII.1937, ქ. ირკუტსკი) - [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] წევრი, ადვოკატი. [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]], საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და შემდგომ [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი. | '''ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე''' - (ფსევდონიმები: გიზო, маска) (09.I.1889, სოფ. კიწია - 14.XII.1937, ქ. ირკუტსკი) - [[სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] წევრი, ადვოკატი. [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]], საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და შემდგომ [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] წევრი. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:21, 21 მაისი 2025 მდგომარეობით
ანჯაფარიძე გიორგი ნესტორის ძე - (ფსევდონიმები: გიზო, маска) (09.I.1889, სოფ. კიწია - 14.XII.1937, ქ. ირკუტსკი) - სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ადვოკატი. საქართველოს ეროვნული საბჭოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და შემდგომ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
დაიბადა აზნაურის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტში. მოსკოვში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1913 წელს ბათუმში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ადვოკატად.
1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორის იყო გ. ანჯაფარიძეც. 1919 წლდან დამფუძნებელ კრებაში ყოფნის დროს იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი. 1920 გ. ანჯაფარიძე არჩეულ იქნა ბათუმის ქალაქისთავად. 1921 წლის საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ იგი რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული - 1921, 1924, 1933, 1936. მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აჯანყებაში. დახვრიტეს ქალაქ ირკუტსკში.
მანუჩარ გუნცაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016;
- ვ. გურული, ნოე ჟორდანია: პოლიტიკური პორტრეტი, 1869-1953, თბ.,1999.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი
[რედაქტირება] იხილე აგრეთვე
- საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები
- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები
- სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები
- ქართველი იურისტები
- ბათუმის მერები
- ანჯაფარიძეები
- ამიერკავკასიის სეიმის წევრები
- 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილეები
- საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში
- 1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები