შირიმშო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
:::::– შირიმშო! ესკერობა მოსულა, | :::::– შირიმშო! ესკერობა მოსულა, | ||
:::::ესკერს კრეფენ, მიჰყავანო, | :::::ესკერს კრეფენ, მიჰყავანო, | ||
− | ::::: | + | :::::შენი ქმარიც მიჰყავანო, |
:::::იტირე, იტირეო! – | :::::იტირე, იტირეო! – | ||
მიმდინარე ცვლილება 13:35, 9 ივნისი 2025 მდგომარეობით
შირიმშო – საბავშვო თამაშობა. წარმომავლობა და თავდაპირველი მნიშვნელობა დაუდგენელია. ფიქსირებულია 1968 წელს სოფელ დიდაჭარაში და 1969 წელს – ვერხვნალში (ხულოს რ.).
წილისყრის შემდეგ ერთი მოთამაშე მიწაზე წვება, ფეხებს მაღლა აიშვერს და ფეხებზე თავშალს შემოახვევენ. პირს გაუკეთებენ, ხელში ჯოხებს მისცემენ და ზედ კაბას გადმოაცვამენ. ჯოხები ვითომ ხელებია. მერე მიუმღერებენ:
- – შირიმშო! ესკერობა მოსულა,
- ესკერს კრეფენ, მიჰყავანო,
- შენი ქმარიც მიჰყავანო,
- იტირე, იტირეო! –
ისიც გადაბრუნდება და ტირის. ან: შენი ქმარი არ მიჰყავანო! – და, -ჰა-პა -ჰა-ჰა! – გაიცინებს. 1969 წელს ჩაწერილი ტექსტი „რძალ–დედამთილიანის“ ციკლისაა ეუბნებიან, – დედამთილი გიკვდებაო! – იცინის, – გირჩებაო, – ტირის. თამაში სალაღობო შესაქცევარია.
ნ. ცქიტიშვილი