გუცაევი ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→რესურსები ინტერნეტში) |
|||
| ხაზი 35: | ხაზი 35: | ||
[[კატეგორია:საბჭოთა ფეხბურთლები]] | [[კატეგორია:საბჭოთა ფეხბურთლები]] | ||
[[კატეგორია:სპორტის დამსახურებული ოსტატები]] | [[კატეგორია:სპორტის დამსახურებული ოსტატები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს ფეხბურთელები]] |
მიმდინარე ცვლილება 13:21, 18 ივნისი 2025 მდგომარეობით
ვლადიმერ გუცაევი – დაიბადა 1952 წლის 21 დეკემბერს ახალგორის რაიონის სოფელ ქედიგორაში. — სპორტსმენი, თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი; სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებული და თასების მფლობელი; ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976); სპორტის დამსახურებული ოსტატი (01.01.1981); ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების, ქართული და უცხოური გუნდების მწვრთნელი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის წევრი (1971-1986)
- სპორტის სამინისტროს ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1987)
- თბილისის „დინამოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის უფროსი (1987-1991)
- კვიპროსის საფეხბურთო კლუბ „ანოსტოსისის“ მწვრთნელი (1991-1994)
- საფეხბურთო კლუბ „ალანიას“ მწვრთნელი (1995-1996)
- საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი (1996-1997)
- საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი (1998-1999)
- საფეხბურთო კლუბ „ალანიას“ მწვრთნელი (2000)
- ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ მენეჯერი (2001-2002)
- საფეხბურთო კლუბ „მცხეთის“ პრეზიდენტი (2002-2004)
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენი (01.01.2001)
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015