არზიანი მალხაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არზიანი მალხაზ“ გადაიტანა გვერდზე „მალხაზ არზიანი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მალხაზ არზიანი“ გადაიტანა გვერდზე „არზიანი მალხაზ“ გადამისამ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:43, 18 ივნისი 2025 მდგომარეობით
მალხაზ არზიანი – (დ. 16 აგვისტო 1964 თბილისი – გ. 22 ივნისი 2022), ქართველი ფეხბურთელი, მცველი. თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1982-86, 88-92), ლანჩხუთის „გურიაში“ (1987). იგი 1993-95 წლებში ირიცხებოდა შვედური „გალივარის“ რიგებში. 1997 წელს კი რუსთავის „მეტალურგში“. სსრკ-ის ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 106 მატჩი. ეროვნული ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 65 მატჩი. საქართველოს 1990, 1991 და 1992 წ. ჩემპიონი. 1992 წ. თასის მფლობელი. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 1 მატჩი (17.9.1992 აზერბაიჯანი 6-3).