ლენცი ემილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[დიდი ფიზიკოსები]]
 
[[დიდი ფიზიკოსები]]
[[კატეგორია:ესტონრლი ფიზიკოსები]]
+
[[კატეგორია:ესტონელი ფიზიკოსები]]
 
[[კატეგორია:ფიზიკოსები]]
 
[[კატეგორია:ფიზიკოსები]]

მიმდინარე ცვლილება 15:34, 18 ივნისი 2025 მდგომარეობით

ემილ ლენცი

ემილ ლენცი – (გერმ. Heinrich Friedrich Emil Lenz, 1804 - 1865 წ.), ესტონელი ფიზიკოსი.

ემილ ლენცი, პირველად გეოფიზიკურ კვლევებს აწარმოებდა. 1834 წელს გახდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ხოლო 1836 წ.- პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგე.

მეცნიერებაში სახელი მოიხვეჭა ელექტრობაში და მაგნეტიზმში გამოკვლევების წყალობით. დაწვრილებით დაამუშავა ფარადეის მიერ აღმოჩენილი ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა. ფარადეიმ ინდუქციური დენების მიმართულება ნათლად ვერ განსაზღვრა, ლენცმა კი 1833 წ. ინდუქციური დენის მიმართულების განსაზღვრისათვის ჩამოაყალიბა ცნობილი წესი, რომელიც მის სახელს ატარებს. ეს წესი განსაზღვრავს წრედში აღძრული ელექტრული დენის მიმართულებას. ამ წესის მიხედვით ინდუქციის შედეგად წარმოშობილი დენის მიმართულება ისეთია, რომ მის მიერ წარმოქმნილი მაგნიტური ველი ეწინააღმდეგება მაგნიტის მოძრაობას. ამას ღირსშესანიშნავი მნიშვნელობა ჰქონდა იმ მეცნიერთათვის, რომლებიც ინდუქციის საფუძველზე დენის მიმღები მანქანის კონსტრუქციას ამუშავებდნენ.

ლენცმა გამოიკვლია რომ დენის არსი ერთი და იგივეა წარმოშობის მიზეზებისა და გამტარის გვარობის მიუხედავად, ჯოულისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა ელექტრული ენერგიის სითბურში გარდაქმნის კანონი (ჯოულ-ლენცის კანონი) ლენცმა ახსნა ელექტრული პოლარიზაციის მოვლენაც. იგი იყო უდიდესი მეცნიერი და ბრწყინვალე პედაგოგი, შექმნა „პეტერბურგის ფიზიკოსთა სკოლა“. ფიზიკის მრავალი სახელმძღვანელო დაწერა.


[რედაქტირება] წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები